06 მაისი 2024,   18:13
ვრცლად
18 მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა იკრძალება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 18 მარტიდან 2 კვირის განმავლობაში, იკრძალება საქართველოს საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის - ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე მთავრობის ადმინისტრაციის პრესპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ექნებათ სურვილი დაბრუნდნენ ქვეყანაში, ამის საშუალება მიეცემათ. 

დღის ამბები