07 მაისი 2024,   08:50
ვრცლად
მარნეულის შესასვლელთან ახალი საველე კარავი ეწყობა

მარნეულის შესასვლელთან, სადაც მეორე დღეა მკაცრი რეჟიმი მოქმედებს, ახალი საველე კარავი ეწყობა.

ჯანდაცვის მობილური ჯგუფები მოსახლეობაში დადიან და ყველა იმ პირს ამოწმებენ, ვისაც შესაძლოა COVID-19-ით ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონოდა, კორონავირუსის ახალი ფაქტები რეგიონში ამ დრომდე არ გამოვლენილა. შემოწმებული მოქალაქეებიდან რამდენიმეს მაღალი ტემპერატურა აღენიშნება, თუმცა ექიმების თქმით, მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვთ.

მარნეულის მოსახლეობას დღეში რამდენჯერმე აწვდიან ინფორმაცია იმ რეკომენდაციების შესახებ, რომელსაც ჯანდაცვის ორგანიზაციები გასცემენ. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამ მხრივ ენობრივი ბარიერი არ არსებობს. 

"მოხალისეები, რომლებიც ექიმებთან ერთად კარდაკარ დადიან და მოსახლეობას ადგილზე ამოწმებენ, მარნეულში 40 ჯგუფამდე გაიზარდა. ისინი ეთნიკურ ენაზე, გასაგებად, სწორ მოკლე მესიჯებს აძლევენ მოსახლეობას და ამანაც თავის შედეგი გამოიღო. დღეს ხალხის გადაადგილება გაცილებით მცირეა. 

დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან ველოდებით ბეჭდურ მასალას აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე," - განაცხადა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.

რაც შეეხება გამშვებ პუნქტებს, ყველა სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მარნეულის ტერიტორიაზე გადაადგილდება, დეზინფექცია უტარდება. 

დღის ამბები