26 აპრილი 2024,   09:15
ვრცლად
ბათუმში COVID 19-ით ინფიცირებული ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

ბათუმში COVID 19-ით ინფიცირებული ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, ის ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილი. პაციენტის მდგომარეობა გუშინ დამძიმდა, მას ვირუსთან ერთად ქრონიკული დაავადებაც აქვს. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტი 70 წლის მამაკაცია. ის საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეა. 

საშუალი სიმძიმისაა კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აქვს. 

ბათუმში სულ 7 პირია ინფიცირებული, აქედან ხუთის მდგომარეობა სტაბილურია. 
ბოლო ინფორმაციით, ბოქსირებულ განყოფილებაში 6 პირია გადაყვანილი. ისინი კარანტინიდან გადაიყვანეს, ლაბორატორიული კვლევის შედეგები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
აჭარაში საკარანტინო სივრცეში 1800-ზე მეტი მოქალაქეა მოთავსებული. 

დღის ამბები