06 მაისი 2024,   09:16
ვრცლად
ზუსტად 8 საათიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი და მკაცრი შეზღუდვები შედის ძალაში

ზუსტად დილის რვა საათიდან (08:00) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი ცხადდება. იზღუდება ფაქტობრივად ყველაფერი: გადაადგილება, ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტების მუშაობის საათები.

კარანტინს ემატება ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე იმოქმედებს. ნებისმიერ დროს იკრძალება 3-ზე მეტი პირის შეკრება, სოციალური დისტანცია 2 მეტრი ხდება. საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ჩერდება ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო.

მსუბუქ ავტომობილებში დასაშვებია მხოლოდ სამი ადამიანის მგზავრობა.

დღის ამბები