26 აპრილი 2024,   08:54
ვრცლად
"ჩვენი ექიმები უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სატელეფონო კონსულტაციებს უწევენ" - პაატა იმნაძე

ქართველი ექიმები უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სატელეფონო კონსულტაციებს უწევენ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ში ექიმები არათუ ტესტებს უტარებენ პაციენტებს, არამედ კონსულტაციის სახითაც ვერ ესაუბრებიან, ამიტომ ასეთ დროს ქართველი ექიმების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

"ჩვენი ექიმები უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სატელეფონო კონსულტაციებს უწევენ. პირადად ჩემი ახლობელი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, მას იქ არათუ ტესტს უტარებენ, არამედ ექიმიც ვერ ესაუბრება, ამიტომ აქედან უწევენ ჩვენი ექიმები კონსულტაციას,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები