27 აპრილი 2024,   05:09
ვრცლად
"პრეზიდენტს აუხსნან, რომ ეს პოლიტიკური წვრთნები არ არის" - ნიუ-იორკის გუბერნატორი COVID-19-თან ბრძოლის მეთოდებს აკრიტიკებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსზე ტესტი უკვე მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. ეს ბევრად მეტია, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანაში, - აცხადებს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

"ჩვენ წინ გამოწვევებით სავსე 30 დღე გველის, მაგრამ დიდი გამარჯვებით დავასრულებთ. შტატები კორონავირუსის გავრცელების პიკს კარგ ფორმაში შეხვდება, ვინაიდან იმ დროისთვის ქვეყანაში სასუნთქი აპარატების საჭირო რაოდენობა იქნება," - აღნიშნავს ტრამპი. 

დონალდ ტრამპის ვირუსთან ბრძოლის მეთოდი გააკრიტიკა ნიუ-იორკის გუბერნატორმა. ენდრიუ კუომოს განცხადებით, ტრამპს უნდა აუხსნან, რომ ვირუსი პოლიტიკური წვრთნები არ არის. მთავრობის გადაწყვეტილებით, ნიუ-იორკში პაციენტებს 1000 საწოლიან გემ-ჰოსპიტალზე უმკურნალებენ. ასევე ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში 68 საწოლიანი საველე საავადმყოფოს მშენებლობაც დაიწყო. 

"არც ერთი ამერიკელი არ არის დაცული ამ ვირუსისგან. უდიდესი დანაკარგი გვაქვს, უდიდესი ტკივილი და ცრემლები. მეცნიერები, პროფესიონალები უნდა ადგნენ, თვალებში ჩახედონ პრეზიდენტს და აუხსნან, რომ ეს პოლიტიკური წვრთნები არ არის. ეს ცუნამია, რომელიც მოდის," - აღნიშნავს ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო.

ნიუ-იორკი ამერიკაში კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებული შტატია, აქ ვირუსით 1 000 ადამიანი გარდაიცვალა.

დღის ამბები