27 აპრილი 2024,   02:12
ვრცლად
რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული სამი ახალი პაციენტიდან ორი რუსთავის კლასტერიდანაა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID 19-ით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, 2 მათგანი რუსთავის კლასტერიდანაა. 

"ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 45 პაციენტია. მოგეხსენებათ, გუშინდელი ტესტირების შემდეგ 3 პაციენტს გამოუვლინდა COVID დადებითი. ესენი მოთავსებულები არიან იზოლირებულად და მიმდინარეობს მკურნალობა. უნდა ავღნიშნო, რომ არცერთ ამ პაციენტს ეს დაავადება მძიმე ფორმით არ აქვს გამოვლენილი,"- განაცხადა დირექტორმა ლევან გოფოძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი საკრებულოს დეპუტატს COVID 19 დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგებმა მისი კონტაქტები თითქმის 100%-ით შეისწავლეს. როგორც ცნობილი გახდა, თანამშრომლებთან, კოლეგებთან და ეკლესიის მრევლთან. 

დღის ამბები