18 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
თუ საჭირო გახდა კარანტინი გამკაცრდება არა ლოკალურად, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით - პაატა იმნაძე

რუსთავის ე.წ. კლასტერი, შესაძლოა, გაფართოვდეს. ირკვევა, რომ COVID 19-ით ინფიცირებულ რუსთავის საკრებულოს დეპუტატს შეხება ჰქონდა თანამშრომლებთან, კოლეგებთან და ეკლესიის მრევლთან. თავად დეპუტატი და მისი ოჯახის კიდევ ორი წევრი COVID 19-ის დიაგნოზით კლინიკებში მკურნალობენ. 

კითხვაზე, დადგება თუ არა დღის წესრიგში ქალაქ რუსთავის მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე პასუხობს, რომ ეს ნაკლებად შესაძლებელია. მისივე თქმით, თუ ასეთი საჭიროება დადგება, კარანტინის რეჟიმი გამკაცრდება არა ლოკალურად, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით.

"საკარანტინო ზონა არის მთელი საქართველო დღეს. მთელს საქართველოში მოქმედებს საკმაოდ მკაცრი საკარანტინო ზომები. ამიტომ, დამატებით ამ საკარანტინო ზომებში თუ იქნება მისაღები რაიმე ღონისძიებები, ეს უკვე აღარ შეეხება ლოკალურად რაღაც დასახლებებს და ქალაქებს, შეიძლება, უბრალოდ, მთლიანად ქვეყანაში გამკაცრდეს საკარანტინო ზომები," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები