31 მაისი 2020,   08:33
ვრცლად
ამ დღეებში გამოჯანმრთელებული პაციენტები გვეყოლება - მარინა ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კლინიკის გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი ამ დღეებში გაიზრდება.

"ამ დღეებში იქნებიან გამოჯანმრთელებულებიც, ველოდებით, რომ მათ გავწერთ. ტესტების პასუხებს კი ველოდებით და დღის ბოლოს გახდება ცნობილი შედეგები" ,- აღნიშნა ენდელაძემ.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსისგან სულ 29 პაციენტია განკურნებული, ქვეყნის მასშტაბით კი – 39.

დღის ამბები