26 აპრილი 2024,   09:13
ვრცლად
საპენსიო სააგენტოს დირექტორის შერჩევის მეორე ეტაპი მაშინ ჩატარდება, როცა ეპიდემია გადაივლის - ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განაცხადებით, საპენსიო სააგენტოს დირექტორის შერჩევის პროცესი კორონავირუსის გავრცელების გამო შეფერხდა. როგორც მინისტრმა განმარტა, საჭიროა კანდიდატებთან პირადად შეხვედრა და გასაუბრება, რაც ეპიდემიის გადავლის შემდეგ მოხდება.

"საპენსიო სააგენტო მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში. არსებობს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც აბსოლუტურად სრულყოფილად ასრულებს თავის ფუნქციებს. რაც შეეხება დავით წიკლაურს, ის კარგი პროფესიონალია და საკმაოდ დადებითი წვლილი შეიტანა საპენსიო სააგენტოს მუშაობასა და რეფორმის განხორციელებაში. მისი პროფესიონალიზმის დასტურია ისიც, რომ საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე გადავიდა ერთ-ერთ კომერციულ ბანკში და მინდა მას წარმატება ვუსურვო. 

რამდენიმე ხნის წინ საპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭოსთან შეთანხმებით დაინიშნა მთავარი საინვესტიციო ოფიცერი, საკმაოდ კარგი პროფესიონალი.

რაც შეეხება დირექტორის დანიშვნას - კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართა და საკმაოდ მაღალი იყო ინტერსი. შემდეგი ეტაპი დაკავშირებულია გასაუბრებასთან, რაც კორონავირუსის პირობებში საკმაოდ რთულია და ჯობია ეს გავაკეთოთ მას შემდეგ, რაც ეპიდემია გადაივლის," - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები