02 მაისი 2024,   09:43
ვრცლად
ტურიზმის სექტორში 2020 წელს მსოფლიოში ტურისტების მიმოსვლა 30%-ით შემცირდება - ზურაბ პოლოლიკაშვილი

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადებით, პანდემიის გამო ყველაზე რთული პერიოდი ტურიზმს დაუდგა.

როგორც პოლოლიკაშვილმა "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა, კერძო სექტორისთვის მომდევნო 6 თვე საკმაოდ რთული იქნება.

"ტურიზმის სექტორს ყველაზე დიდი ზარალი მიადგა. გაჩერებულია ფრენების თითქმის 70 პროცენტი. ჩვენ 2020 წელს ვგეგმავდით 4 პროცენტიან ზრდას ტურისტების მიმოსვლის, თუმცა სახეზეა, რომ იქნება 30 პროცენტიანი კლება. ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია. ციფრებში რომ ავსახოთ 2019 წელს მსოფლიოს მასშტაბით იმოგზაურა მილიარდ ოთხას მილიონმა ადამიანმა, წელს კი სავარაუდოდ, ჩამოვა ცხრაასი მილიონ საეთაშორისო მოგზაურზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ვუბრუნდებით 7 წლის წინანდელ მაჩვენებელს.

რისკის ქვეშ დგას მილიონობით ადამიანის სამსახური. ძალიან ბევრმა კომპანიებმა გადახედეს კონტრაქტებს. კრიზისულ პერიოდს ჩვენ დავარქვით 3-დან 6-თვემდე პერიოდი და სწორედ ამ პერიოდში, ვფიქრობთ და ვურჩევთ დამსაქმებლებს, რომ რაღაც დოზით მოახდინონ სექტორში დასაქამებული ადამიანების სუბსიდირება. კერძო კომპანიებიდან ყველაზე მეტად ვინც იზარალეს, ამ შემთხვევაში არიან სასტუმროები, საერთაშორისო ავიახაზები და ა.შ.
პანდემიის თვალსაზრისით, ყველაზე მძიმე მდგომარეობა გვაქვს ევროპის რეგიონში. ევროპის რეგიონი ბოლო 20 წელია ყველაზე მეტად ვიზიტირებულია," - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

დღის ამბები