02 მაისი 2024,   12:22
ვრცლად
საქართველოში ტურისტების მიმოსვლა, სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყება - ზურაბ პოლოლიკაშვილი

მთავრობის მიერ გადადგმული თანმიმდევრული ნაბიჯები და ქვეყნის უსაფრთხო ჯანდაცვა, საქართველოს აძლევს შესაძლებლობას ტურისტების მიმოსვლა, სავარაუდოდ, სექტემბრიდან შეძლოს - ამის შესახებ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივანიმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა.

პოლოლიკაშვილის შეფასებით, პანდემიის გამო საქართველოში ტურიზმის ბედი დრამატული არ იქნება.

"ბევრი ქვეყანა, თუნდაც ისეთი, როგორიცაა არაბული ქვეყანები და ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც ვერ შეძლებენ და სავარაუდოდ, გაუჭირდებათ ევროპის ქვეყნებში მოგზაურობების დაგეგმვა და სწორედ ეს არის ის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ.

ის, რომ ჩვენმა ქვეყანამ და მთავრობამ შეძლო ძალიან თანმიმდევრული პროცესების წარმართვა,  300-მდე ინფიცირებული გვყავს და მათ შორის 70-მდე განიკურნა, ეს კიდევ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ქვეყანა არის უსაფრთხო ჯანდაცვის კუთხით.  თუ იქნება სწორი კონტროლის მექანიზმები და სწორი კამპანიები გამოყენებული, მე დარწმუნებული ვარ,  რომ საქართველოში დაიწყება ტურისტების მიმოსვლა, სავარაუდოდ, სექტემბრიდან. ზაფხულის პერიოდში, როდესაც ჩვენ ქვეყანას სტუმრობდნენ ტურისტები ძირითადად, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, სამანქანო გზით, ამის ხარჯზე შესაძლებელია არდადეგების პერიოდის გადალახვაც. ეს პერიოდი, არც ისე ტრაგიკული უნდა იყოს, შიდა ტურისზმი საქართველოში," - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

დღის ამბები