02 მაისი 2024,   12:23
ვრცლად
ნავთობის ფასის გაუფასურებამ შესაძლოა საქართველოს ეკონომიკაზე გარკვეულწილად, დადებითი ეფექტი მოახდინოს - ეკონომისტები

კორონავირუსი ადამიანების სიცოცხლესთან ერთად საფრთხეს უქმნის გლობალურ ეკონომიკას. COVID 19-მა ნავთობის ფასი, პირველად ისტორიაში, უარყოფით ნიშნულამდე მიიყვანა. ფასის მკვეთრი ვარდნა კორონავირუსის პანდემიასა და საკარანტინო ზომებს უკავშირდება, რამაც მოთხოვნის შემცირება და მარაგების გადავსება გამოიწვია.

მსოფლიო პანდემიის პირობებში ნავთობის ფასის ტოტალურმა გაუფასურებამ, შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკაზე გარკვეულწილად დადებითი ეფექტი მოახდინოს. გარდა ამისა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი გარკვეული ვადით, ინფლაციურ პროცესებს შეამცირებს.

რაც შეეხება საცალო ქსელებში ნავთობზე ფასის შემცირებას, ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ მას დაახლოებით, 10 დღე, ან 2 კვირა დასჭირდება.

"ეს თავის მხრივ, რა თქმა უნდა, ფასების საერთო დონეზე და ინფლაციის კონტრიბუციაზეც  პოზიტიურად იმოქმედებს, მაგრამ ეს- მოკლევადიან პერსპექტივაში. გრძელვადიან პერსპექტივაში ამას მხოლოდ პოზიტიური ჭრილით ვერ შევხედავთ იმდენად, რამდენადაც ეს ნეგატიურად აისახება იმ ქვეყნებზე, რომლებიც არიან ნავთობმომპოვებელი ქვეყნები. ხოლო აი ამ ქვეყნებიდან ჩვენი ქვეყნის მისამართით შემომავალი სხვადასხვა ბენეფიტები, იქნება ეს FDI-ს მოცულობა, რომელიც ახლა არსებულ ვითარებაში ისედაც ძალიან მძიმედ არის გადმორიცხვები, თუ ასე შემდეგ, ამ ყველაფერზე აისახება, რა თქმა უნდა, ნეგატიურად," - აცხადებს ეკონომისტი პაატა ბაირახტარი.

ანალიტიკოსების თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლოა ქვეყნის ეკონომიკაზე ყველაფერმა დადებითად იმოქმედოს, მათ შორის, ფასთა სტაბილურობაზეც, რადგან საქართველო იმპორტირებულ ნავთობზეა დამოკიდებული.

"რეალურად, თუ რა დაემართება საქართველოს ბაზარზე ქართული პროდუქტების ფასს, დამოკიდებული იქნება შემდეგი თვის ტენდენციებზე, მაგრამ ჩანს, რომ ივნისი-ივლისის კონტრაქტების პასები არ არის ისეთ დრამატულ მდგომარეობაში, ისე შემცირებული, როგორც ეს მოხდა მაისში და უარყოფითად წამოვიდა, დამოკიდებული იქნება შემდეგი თვის პროცესებზე. საბოლოო ჯამში, ნავთობის ფასის შემცირება ნიშნავს, რამდენიმე თვე საქართველოში ნავთობის ფასის შემცირებას, რაც საერთოს ჯამში მოხმარების კუთხით კარგია ჩვენი ეკონომიკისთვის," - განაცხადა ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა.

დღის ამბები