26 აპრილი 2024,   09:07
ვრცლად
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა - COVID-19 საქართველოში უკვე 184-მა პაციენტმა დაამარცხა 

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა, COVID-19 საქართველოში უკვე 184-მა პაციენტმა დაამარცხა.

დილის შემდეგ არ არის მომატებული კოვიდ ინფიცირებულთა რაოდენობა და ამ ეტაპზე კვლავ 539 დადასტურებული შემთხვევაა.

მონაცემები ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge მონაცემები რამდენიმე წუთის წინ განახლდა. 

ამ დროისთვის კორონავირუსით გარდაცვლილია - 6. კარანტინის რეჟიმშია - 5,256; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 548 მოქალაქე იმყოფება. 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

დღის ამბები