10 მაისი 2024,   13:28
ვრცლად
გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ინფიცირებული მედდის კლასტერს ეკუთვნის

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ერთი ნიმუშის პასუხი დადებითია.

კორონავირუსი გორის სამხედრო ჰოსპიტლის მედდის კონტაქტებიდან ერთ-ერთი ინფიცირებულის ოჯახის წევრს დაუდასტურდა.

ეს მედდის კონტაქტებიდან ინფიცირების მეექვსე შემთხვევაა. სულ შიდა ქართლში კორონავირუსით ცხრა ადამიანია ინფიცირებული.

ამასთან, ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ 23 ნიმუში გაიგზავნა, თუმცა სრულად პასუხები ცნობილი ჯერ არ არის.

დღის ამბები