09 მაისი 2024,   23:20
ვრცლად
დროა შეერთებულმა შტატებმა შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყოს, ეს საზოგადოების ნებაა - დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირების 21 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსს 1,763 ადამიანი ემსხვერპლა. მონაცემებს ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.

საერთო ჯამში კი, ქვეყანას ამ დროისთვის უკვე 85 ათასზე მეტი გარდაცვლილი და მილიონ ნახევრამდე ინფიცირებული ჰყავს.

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, კოვიდინფიცირების შემთხვევების შემცირების გამო, ზოგიერთ შტატში სასწავლო პროცესის აღდგენა შესაძლებელია, თუმცა არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მას ქვეყნის გახსნაში ხელს ოპოზიციურად განწყობილი გუბერნატორები უშლიან ხელს.

"ზოგიერთ გუბერნატორს, შესაძლოა საარჩევნო მიზეზების გამო არ სურდეს საკუთარი ქვეყანა დროულად გაიხსნას, აცხადებენ, რომ ქვეყნის გახსნა ნაადრევია. მე კი ვამბობ, რომ დროა შეერთებულმა შტატებმა შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყოს, ეს საზოგადოების ნებაა და უნდა აღსრულდეს," - განაცხადა დონალდ ტრამპმა

 

დღის ამბები