27 აპრილი 2024,   07:04
ვრცლად
ექსტრადირებული ცეზარ ტოხოსაშვილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი ტერორისტი არ არის და არც კი იცოდა თუ იძებნებოდა

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ცეზარ ტოხოსაშვილის ოჯახი სოფელ ჯოყოლაში ცხოვრობს. "კურიერის" გადამღები ჯგუფი დაკავებულის დედას და მეუღლეს ესაუბრა.

ოჯახში აცხადებენ, რომ რამდენიმე წლის წინ ცეზარ ტოხოსაშვილის მიერ საქართველოს დატოვების მიზეზი უმუშევრობა გახდა. ის თურქეთში სამუშაოდ წავიდა, თუმცა მათ ამ დრომდე არ იციან, მოგვიანებით როგორ აღმოჩნდა უკრაინაში და რატომ დააკავეს ტოხოსაშვილი უკრაინელმა სამართალდამცველებმა.

ცეზარ ტოხოსაშვილის დედა აცხადებს, რომ არაფერი იცოდა, მისი შვილი ტერორისტი არ არის და ამის შესახებ მთელმა ხეობამ იცის.

"ჩემი შვილი რომ ტერორისტი არ არის, ეს იცის მთელმა ხეობამ. თურქეთში იყო სამუშაოდ, ჩაიზე. მე ისიც კი არ ვიცოდი, რომ ძებნილი იყო ჩემი შვილი. რატომ არ ერჩოდნენ, როდესაც აფხაზეთსა და ოსეთში იბრძოდა?!"- განაცხადა ტოხოსაშვილის დედამ.

წითელი ცირკულარით ძებნილი ცეზარ ტოხოსაშვილი ექსტრადირებულია და მას ბრალი უკვე წაუყენეს.

დღის ამბები