06 მაისი 2024,   23:45
ვრცლად
პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგანზეა გადანაწილებული - გიორგი გახარია COVID-19-თან ბრძოლაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ეკონომიკური საქმიანობის გახსნასთან ერთად კორონავირუსის შემთხვევების ზრდა მოსალოდნელი იყო, მაგრამ იმისთვის, რომ ამან მასშტაბური ხასიათი არ მიიღოს, გიორგი გახარია თითოეული ადამიანის მიერ პასუხისმგებლობის გათავისებაზე საუბრობს.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარი ამოცანაა, რომ მოხდეს ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენა, სწრაფი და ეფექტური მკურნალობა და შემდგომ ადამიანების ნორმალური ეკონომიკურ საქმიანობაში დაბრუნება:

"ჩვენ ვამბობდით, რომ ეკონომიკური საქმიანობის გახსნასთან ერთად ქვეყანაში გაიზრდებოდა მობილობა, რასაც, შესაძლოა, რომ მოჰყვებოდა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენა, სწრაფი და ეფექტური მკურნალობა და შემდგომ ადამიანების ნორმალური ეკონომიკურ საქმიანობაში დაბრუნება. ეს არის ის რასაც ჩვენ ვეძახით ადაპტაციას, ყოველთვის ვიძახდით და ვამბობთ, რომ ვირუსი არსად წასულა და არავის დაუმარცხებია. ვირუსს ცალკეული სახელმწიფო ვერ დაამარცხებს. ეს არის გლობალური კრიზისი, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსის მართვა, ეს არის ყველაზე დიდი ამოცანა, რომელიც ჩვენ უნდა გადავლახოთ ისე, როგორც აქამდე წარმატებულად მოვედით, მაგრამ  უნდა გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგანზეა გადანაწილებული," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები