07 მაისი 2024,   09:50
ვრცლად
გასული დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსის 22 ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 7 მილიონ 900 ათასს აღწევს, გარდაიცვალა 433 ათასამდე ადამიანი. კრიტიკულად მძიმე რჩება 54 ათასი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყველაზე რთული სიტუაცია კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებშია, ინფიცირებულთა რაოდენობით მეორე და მესამე ადგილს ბრაზილია და რუსეთი იკავებს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული დღე-ღამის განმავლობაში "კოვიდ-19"-ის 22 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 711 ადამიანი კი გარდაიცვალა. ისინი კი, ვინც კორონავირუსს ორგანიზმში არსებული ანტისხეულებით გადაურჩნენ, ახლა საკუთარ სისხლს სხვა ინფიცირებულების დასახმარებლად იღებენ.

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში "კოვიდ-19"-ის 1,425 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაცვლილთა სტატისტიკა კიდევ 181-ით გაიზარდა. 

ინფიცირებულთა რიცხვმა მოიმატა იტალიაშიც, გასული დღე-ღამის განმავლობაში "კოვიდ-19"-ით 78 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსის 346 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 21 თებერვლიდან დღემდე, იტალიაში "კოვიდ-19"-ით 34,301 ადამიანი გარდაიცვალა.

ლეტალური შემთხვევების რაოდენობით იტალია მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა, ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და ბრაზილიის შემდეგ.

დღის ამბები