07 მაისი 2024,   09:40
ვრცლად
ლონდონში ანტირასისტულ აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში რასიზმის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

მემარჯვენე აქტივისტების ნაწილი პოლიციას თავს დაესხა. დაშავებულია ექვსი სამართალდამცველი. პოლიციამ აქციის მიმდინარეობისას 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ასევე, გამოძიება დაიწყო იმ პირის მიმართ, რომელიც 2017 წელს თავდამსხმელების მიერ მოკლული პოლიციელის, კეტი პალმერის, მემორიალის გვერდით შარდავდა.

ლონდონში განვითარებულ მოვლენებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. ბორის ჯონსონის თქმით, ქუჩებში რასისტული თაღლითების ადგილი არ არის.

"კოვიდ-19-ის" პანდემიის გამო ბრიტანეთში კვლავ მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები, ამიტომ პოლიციამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ აქცია 17:00 საათზე უნდა დაშლილიყო, თუმცა აქციის მონაწილეთა ნაწილი ლონდონის ქუჩებში ხუთი საათის შემდეგაც იდგა.

დღის ამბები