02 მაისი 2024,   10:37
ვრცლად
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჯონ ბოლტონის მემუარების ბლოკირებას სასამართლოს გზით შეეცდება

აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჯონ ბოლტონის მემუარების ბლოკირებას სასამართლოს გზით შეეცდება. 

დონალდ ტრამპის განცხადებით, წიგნის გამოქვეყნება ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩევლის მხრიდან კანონდარღვევა და შეუფერებელი საქციელია.

ჯონ ბოლტონის წიგნში "თეთრი სახლის მემუარები" აღწერილია მისი დონალდ ტრამპთან მუშაობის პერიოდი.

დონალდ ტრამპმა ბოლტონი თანამდებობიდან 2019 წლის სექტემბერში საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო გაათავისუფლა.

დღის ამბები