06 მაისი 2024,   18:34
ვრცლად
ნიკა გვარამიას სუს-ში ელოდებიან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტელეკომპანია "მთავარი არხის" დირექტორს ნიკა გვარამიას ელოდებიან. ინფორმაციას სუსი ადასტურებს.

საქმე ეხება ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის საქმეს, რომელზეც გამოძიება სუსში მიმდინარეობს.

 შეგახსენებთ,  გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 12 ივნისს თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა.  

გარდა ამისა, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ისევ იმუქრება. ჩეჩნეთის ლიდერი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთის შესახებ ბრალდებებს უარყოფს და ჟურნალისტისგან პატიებას ითხოვს. "თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ, მით უმეტეს, ღრმა უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყნები ამის შესახებ ვერ გაიგებენ. არ დაგვვიწყებია, როგორ შეურაცხყო მან ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი და ე.ი. პირადად მეც. მან შეურაცხყო მთელი რუსეთი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები. ვაძლევ რეკომენდაციას, გამოიტანოს სწორი დასკვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიმეორებ, რომ ის დარჩება ჩემს მტრად," - აცხადებს კადიროვი.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გარემოცვის წევრი უკრაინასაც ემუქრება. "ამ პიარის გამო ჩემთან ვალში ხართ დაიმახსოვრეთ ეს და მოვა დრო, პასუხს მოგთხოვთ,"- ამბობს კადიროვი.

დღის ამბები