06 მაისი 2024,   22:45
ვრცლად
"თავისუფალი საქართველო" არცერთ სხვა პარტიასთან არ ითანამშრომლებს -კახა კუკავა

"თავისუფალმა საქართველომ" საარჩევნო კამპანია ზუგდიდან დაიწყო. პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ  და გოგი წულაიამ ამომრჩეველთან შეხვედრა მერაბ კოსტავას ბიუსტთან გამართეს და მათ საარჩევნო პროგრამის ნაწილი გააცნეს.

კუკავას თქმით, ჯერჯერობით, მაჟორიტარი კანდიდატობის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებული არ არის, თუმცა ზუგდიდელებს მოუწოდა, პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში საკუთარი კანდიდატირის შესათავაზებლად მოვიდნენ.

პარტიის ლიდერი ამბობს, რომ "თავისუფალი საქართველო" არცერთ სხვა პარტიასთან არ ითანამშრომლებს და მათი საარჩევნო პროგრამის მთავაზი ხაზი იაფი მედიკამენტების პროგრამა იქნება.

დღის ამბები