10 მაისი 2024,   14:08
ვრცლად
გიორგი გახარიას პარტია ახალი სახელწოდებით - დამფუძნებელმა გვარი პარტიის დასახელებაში ჩაამატა და "გახარია საქართველოსთვის" გადაარქვა

გიორგი გახარიას პარტია ახალი სახელწოდებით. დამფუძნებელმა გვარი პარტიის დასახელებაში ჩაამატა და პარტიას "გახარია საქართველოსთვის" გადაარქვა. სიახლის შესახებ ცნობილი დღეს, კონფერენციაზე გახდა, სადაც დელეგატებს საარჩევნო პროგრამა წარუდგინეს. პარტიის წევრებმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

"ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი საარჩევნო პროგრამის რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს გახლავთ სოციალურ-ეკონომიკური ნაწილი, რომელსაც ჰქვია ევროპული კეთილდღეობა ყველას და წარვადგინეთ მართლმსაჯულების ნაწილი, რომელსაც ჰქვია სამართლიანი წესრიგი ყველასათვის," - აცხადებს  პარტიის "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია.

დღის ამბები