10 მაისი 2024,   13:58
ვრცლად
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას გენერალ-მაიორი ბეტინა ბუღანი უხელმძღვანელებს

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - დიმიტრიოს კარაბალისს ბეტინა ბუღანი შეცვლის, რომელიც მისიას 2024 წლის 14 დეკემბრამდე უხელმძღვანელებს. ევროპული საბჭოს ინფორმაციით, ბუღანი საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის ოფიცერია, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტაბილიზაციის მისიებში დიდი გამოცდილება აქვს.

ბუღანი მუშაობდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე გაერო-ში, ასევე - საფრანგეთის ჟანდარმერიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში.

დღის ამბები