09 მაისი 2024,   22:56
ვრცლად
ეს არის დღე, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი რამდენიმე ათეული წელი ელოდებოდა - კახა კალაძე

დედაქალაქის მთავრობის სხდომა სტორიულ გამარჯვებას მიეძღვნა. კახა კალაძემ საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ მიულოცა. თქვა, რომ გუშინდელმა დღემ მთელი ქვეყანა გააერთიანა. 

"ძალიან დიდი ემოციებია და ეს ემოციები უკავშირდება სიხარულს, წარმატებას. გუშინ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების, რომელიც საბერძნეთის ნაკრებთან გაიმართა და ამ დაძაბულ, ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოიპოვა გამარჯვება.

ეს არის დღე, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი რამდენიმე ათეული წელი ელოდებოდა. ჩვენ ძალიან ბევრი თვალცრემლიანი დღე და ღამე გაგვითენებია, მაგრამ ეს ცრემლები დაკავშირებული იყო ხშირ შემთხვევაში მარცხთან და ნიჰილზმთან, გუშინდელი ცრემლები კი გამარჯვების, სიამაყისა და უდიდესი სიხარულის იყო. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ვისაც გულით გაუხარდა ჩვენი ეროვნული ნაკრების გამარჯვება.

ეს არ არის მარტო ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვება, ან მხოლოდ იმ ბიჭების გამარჯვება, ეს არის ქვეყნის გამარჯვება. ევროპის ჩემპიონატზე უნდა მივაღწიოთ წარმატებას, ამის რესურსი და შესაძლებლობა ნამდვილად გააჩნია საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. გილოცავთ კიდევ ერთხელ," - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

დღის ამბები