30 აპრილი 2024,   18:24
ვრცლად
აბსოლუტურად დაუშვებელია, განსაკუთრებით სამხედროს მხრიდან, ასეთი სახის განცხადებები - შალვა პაპუაშვილი დევი ჭანკოტაძის განცხადებაზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დევი ჭანკოტაძის განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება დაუშვებელია, განსაკუთრებით - სამხედროს მხრიდან.

"აბსოლუტურად დაუშვებელია, განსაკუთრებით სამხედროს მხრიდან, ასეთი სახის განცხადებები. საღამოს მენიშნა, რაც ხდებოდა საბოლოო ჯამში. გუშინ ვნახეთ, იყო მშვიდობიანი აქცია, პოლიცია იცავდა ამ აქციის უსაფრთხოებას, ყველაფერი მიდიოდა ისე, როგორც ქართულ საპროტესტო მოძრაობებს ეკადრება. იყო ჯგუფები, რომლებსაც ჰქონდათ პირდაპირ ამოცანა, რომ პროვოცირება მოეხდინათ და ძალადობისკენ გადასულიყვნენ. ვნახეთ, რაც გააკეთეს საბოლოო ჯამში. იგივე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები იყვნენ, გუშინ ვნახეთ ვინც ლიდერობდა ამ აქციას.

რაც შეეხება ამ განცხადებას, ზუსტადაც, ეს წამოცდენა იყო იმ სახის, რომ ერთადერთი აგრესია შეიძლება მოდიოდეს ზუსტად ამ რადიკალური ჯგუფებისგან. ჩვენ გუშინ ვნახეთ, მომზადებულებიც იყვნენ მისულები, აირწინაღებით და მოწოდებებიც ვნახეთ. ენჯეოები, რომლებიც ამ ყველაფერში არიან თანაორგანიზატორები, როგორ ისტერიას თესავენ პირდაპირ. რუსეთის ძახილით, საბოლოო ჯამში, გააფერმკრთალეს, მათ შორის, ის საფრთხეები, რომლებიც რუსეთიდან მომდინარეობს,“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები