30 აპრილი 2024,   20:55
ვრცლად
"ვინც ომის ქარ-ცეცხლში გახვია ქვეყანა, დღეს მშვიდობაზე გველაპარაკება" - დიმიტრი ხუნდაძე

"ბრახუნით სურთ ამ ხმის ჩახშობა, მაგრამ როდესაც ლგბტ პროპაგანდაზეა საუბარი, მაშინ ჩუმად არიან - მათი ხმაც კი არ ისმის,"- ეს განცხადება "ხალხის ძალის" წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ოპოზიციის მისამართით გააკეთა, რომლებიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დიმიტრი ხუნდაძის გამოსვლის პარალელურად, სკანდირებდნენ "არა რუსულ კანონს".

"ისინი ებრძვიან ქართველობას და ყველაფერ ქართულს და სურთ, ნებისმიერ ფასად მოვიდნენ ხელისუფლებაში. მზად არიან იდგნენ ცალ ფეხზე, დაიდგან უნაგირი, გადაირტყან მათრახი და მათ ჰგონიათ, რომ თუ პატრონს, ან ბატონს შეიცვლიან, მონები აღარ იქნებიან. სწორედ ეს არის მონობა, ვინც ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას ამ გზით, ვინც ომის ქარ-ცეცხლში გახვია ქვეყანა, დღეს მშვიდობაზე გველაპარაკება,"- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა, პირველი მოსმენით, კენჭი უყარა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს. 83 ხმით 0-ის წინააღმდეგ - დოკუმენტი, პირველი მოსმენით, მიღებულია.

დღის ამბები