02 მაისი 2024,   10:54
ვრცლად
"სტუდენტური მოძრაობა" თვლის, რომ პროტესტი უწყვეტი უნდა იყოს

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის გასაპროტესტებლად აქციის ორგანიზატორობა თავის თავზე გუშინ მხოლოდ "სტუდენტურმა მოძრაობამ" აიღო.

ახალგაზრდები ჯერ პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი "ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ, საიდანაც კვლავ საკანონმდებლო ორგანოსთან დაბრუნდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევა იყო.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, "სტუდენტური მოძრაობა" თვლის, რომ პროტესტი უწყვეტი უნდა იყოს და საზოგადოება არ უნდა დაელოდოს კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენებს.

დღის ამბები