02 მაისი 2024,   09:37
ვრცლად
ის იყო სუბიექტური წინა წელს, როცა კანონპროექტზე განცხადებებს აკეთებდა, სამწუხაროდ სუბიექტურ დამოკიდებულებას აგრძელებს - ანრი ოხანაშვილი კელი დეგნანზე

სამწუხაროა, რომ კელი დეგნანი გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით სუბიექტურ დამოკიდებულებას განაგრძობს, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის განცხადებებს.

ოხანაშვილის შეფასებით, სამწუხაროა, რომ გამჭვირვალობის კანონპროექტზე იარლიყების მიწებება ხდება.

"სამწუხაროა, როცა იარლიყების მიწებების კამპანია გრძელდება. კელი დეგნანს არგუმენტი თუ აქვს, უნდა დაასახელოს, ნაცვლად იმისა, რომ წინა წლიდან გამომდინარე, მისი სუბიექტური განცხადებებიდან და დამოკიდებულებიდან გამომდინარე აგრძელებს თავის პოზიციებს. რაიმე არგუმენტი თუ არის, სჯობს წარადგინოს. თუ არგუმენტი არ აქვს და კანონპროექტზე იარლიყის მიწებება ხდება, თითქოს ცვლილებები რუსულია, მაშინ ადგილი აქვს უარგუმენტობას. ის იყო სუბიექტური წინა წელს, როცა კანონპროექტზე განცხადებებს აკეთებდა და ცვლილებების სტიგმატიზება ხდებოდა. სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ პოზიცია შეეცვალა და არგუმენტები წარედგინა, სუბიექტურ დამოკიდებულებას აგრძელებს, რაც საზოგადოებისთვის მისაღები არ არის," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, კელი დეგნანის შეფასებით, გამჭვირვალობის კანონის ხელახლა ინიციირების მიზანი, არჩევნებზე საერთაშორისო მისიების არ დაშვებაა. ამ თემაზე დეგნანმა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების უმაღლეს სკოლაში ჩატარებულ დისკუსიაზე ისაუბრა, "საქართველო - ბრძოლა დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის", სადაც ის ამ თემაზე სასაუბროდ იყო მიწვეული. კელი დეგნანი ახლა შტატების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის მრჩეველია საგარეო პოლიტიკის საკითხებში. დიპლომატის თქმით, მას არ გაუკვირდება, თუ ხალხის ნების უგულებელყოფით, "ქართული ოცნება" ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანს და საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიჰყავთ.

 

დღის ამბები