02 მაისი 2024,   10:16
ვრცლად
ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს, რომელსაც ვისმენდით მაშინაც, როდესაც ელჩი იყო - კახა კალაძე კელი დეგნანზე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ კელი დეგნანი დიპლომატიურ ურთიერთობას აცდენილი განცხადებების კეთებას აგრძელებს.

"ეს ადამიანი აგრძელებს იმ ცილისმწამებლურ განცხადებებს, რომელსაც ჩვენ ვისმენდით მაშინაც, როდესაც ელჩი იყო. როდესაც დიპლომატი ხარ, პოლიტიკაში ერევი და აკეთებ იმ ტიპის განცხადებებს, რასაც კელი დეგნანი აკეთებდა, ძალიან მძიმე და შემაშფოთებელია," - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, კელი დეგნანის შეფასებით, გამჭვირვალობის კანონის ხელახლა ინიციირების მიზანი, არჩევნებზე საერთაშორისო მისიების არ დაშვებაა. ამ თემაზე დეგნანმა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების უმაღლეს სკოლაში ჩატარებულ დისკუსიაზე ისაუბრა, "საქართველო - ბრძოლა დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის", სადაც ის ამ თემაზე სასაუბროდ იყო მიწვეული. კელი დეგნანი ახლა შტატების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის მრჩეველია საგარეო პოლიტიკის საკითხებში. დიპლომატის თქმით, მას არ გაუკვირდება, თუ ხალხის ნების უგულებელყოფით, "ქართული ოცნება" ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანს და საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიჰყავთ.

 

დღის ამბები