საზოგადოებრივმა გაერთიანებამ "მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტურიზმის სამსახურის მხარდაჭერით მდინარე ხრამის ხეობაში ინფოტური მოაწყო.
ღონისძიების მიზანს ორი უმნიშვნელოვანესი ძეგლის- ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების- ფიტარეთის მონასტრის და ხულუტის ციხე-დარბაზის პოპულარიზაცია წარმოადგენს.
ტურში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა, გიდებმა, ტურისტული პროგრამების კოორდინატორებმა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა.