28 აპრილი 2024,   12:20
ვრცლად
პრეზიდენტს საერთოდ ხედვა არ აქვს როგორი უნდა იყოს უსაფრთხოების სისტემა - ლევან გოგიჩაიშვილი

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვერ ერკვევა, თუ როგორ უნდა იყოს უსაფრთხოების სისტემა ქვეყანაში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა, სტუდენტებთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს ე.წ. მოსმენების კანონი გააკრიტიკა და ხელისუფლება საბჭოურად აზროვნებაში დაადანაშაულა.

„თუ პრეზიდენტისთვის არის საბჭოთა კავშირი ის, რომ ადამიანები ინსტიტუტებს ენდობიან, მაშინ ეს, მე ვფიქრობ, მისი პრობლემა არის, იმიტომ რომ საერთოდ ვერ ერკვევა რას ნიშნავს ინსტიტუციური ნდობა. პრეზიდენტი ამ შემთხვევაში არის არათანმიმდევრული და საერთოდ ხედვა არ აქვს, როგორი უნდა იყოს უსაფრთხოების სისტემა და როგორ უნდა მუშაობდნენ სპეცსამსახურები საქართველოში, მაშინ, როდესაც ის არის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დღის ამბები