07 მაისი 2024,   10:16
ვრცლად
ოფიციალური თბილისი ევროკავშირის წევრობაზე განცხადების გაკეთებას არ ჩქარობს, საპირისპიროს ფიქრობს ოპოზიცია 

ბრიუსელის ნოემბრის სამიტის წინ, ვიშეგრადის ოთხეული აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარებას ითხოვეს.

უნგრეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის და ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ვარშავის შეხვედრაზე ერთობლივი დოკუმენტი მიიღეს, სადაც წერია, რომ: "აღმოსავლეთ პარტნიორობის მომდევნო სამიტის დეკლარაციაში პარტნიორი ქვეყნების განსხვავებული მისწრაფებები უნდა აისახოს და დაინტერესებული პარტნიორებისთვის შეთავაზებული უნდა იქნას ევროპული პერსპექტივა."

პოლონეთში გამართულ შეხვედრაში მონაწილებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ოფიციალური თბილისი არ ჩქარობს, ევროკავშირის წევრობაზე განცხადება გააკეთოს.

ოპოზიცია კი ითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი პოზიცია ევროკავშირის მიმართ უფრო აქტიურად და დროულად გამოხატოს და ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი მალე გააკეთოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები