26 აპრილი 2024,   09:20
ვრცლად
მომავალი წლიდან ქართულ სკოლებში იტალიურ-ქართული სექტორი ამოქმედდება

მომავალი წლიდან ქართულ სკოლებში იტალიურ-ქართული სექტორი ამოქმედდება. ორენოვანი პროგრამა 5 წლიანი იქნება და მომავალი სასწავლო წლიდან სკოლა ცისკარში დაინერგება.

იტალიის ელჩის განმარტებით, პროგრამის ფარგლებში, იტალიური ენის სწავლასთან ერთად, მოსწავლეები იტალიურად სხვა საგნებსაც ისწავლიან.

ელჩის თქმით, ორენოვანი პროგრამა საშუალებას მისცემს მოსწავლეებს მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში და იტალიურ უნივერსიტეტებში ადგილობრივი სტუდენტების მსგავსი პირობებით ჩაირიცხონ.

„ამ პროგრამის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ორენოვანი დიპლომის მიღების შემდეგ, იტალიის უნივერსიტეტებში ჩაბარებისას, ქართველ სტუდენტებს იტალიელი სტუდენტების თანაბარ პირობებში ჩააყენებენ. ახლა თუ ქართველ მოსწავლეს უწევს იტალიური ენის გამოცდის ჩაბარება, რომ მოხვდეს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის განკუთვნილ კვოტაში, ორენოვანი დიპლომის აღების შემდეგ, ასეთი შეზღუდვები გამოირიცხება. რადგან ინგლისურის სწავლა უკვე წესად იქცა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ევროკავშირის ქვეყნის ენის სწავლაც. მითუმეტეს, რომ ჩვენ ევროკავშირის მესამე პარტნიორი ქვეყანა ვართ საქართველოსთვის და ხელს ვუწყობთ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას,“ - განაცხადა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.

 

დღის ამბები