27 აპრილი 2024,   04:45
ვრცლად
არის პროკურატურა, ქალბატონ ელისოს შეუძლია მიმართოს - ხუციშვილი კილაძეს პასუხობს

გაზეთ ქრონიკა პლიუსის მთავარი რედაქტორის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, იმის შესახებ, რომ მისი შვილისთვის ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებაში, შსს-ს კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის სამმართველოს უფროსი მონაწილეობდა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პასუხობს.

შალვა ხუციშვილი ამბობს, რომ რამაზ თარაშვილს არ იცნობს, თუმცა იცის, რომ ის გამოცდილი თანამშრომელია.

მისივე განცხადებით, ელისო კილაძის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს. ხუციშვილი ჟურნალისტს ურჩევს პროკურატურას მიმართოს.

„რამაზ თარაშვილს არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, გამიგია რომ ერთ-ერთი საკმაოდ გამოცდილი თანამშრომელია.   ელისო კილაძეს რაც შეეხება, შემიძლია სრული ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება. ჩემი მხრიდან რაიმე დამატებითი კომენტარის გაკეთება ზედმეტია, როდესაც მიმდინარეობს გამოძიება. არის პროკურატურა, ქალბატონ ელისოს შეუძლია მიმართოს,“ - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები