27 აპრილი 2024,   05:44
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარება პრემიერის თანხმობაზეა დამოკიდებული

საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე დღის წესრიგში პლებისციტის ჩატარების საკითხი დადგა. ევროპული საქართველო პრეზიდენტის არჩევის წესისა და საარჩევნო სისტემის შესახებ პლებისციტის ჩატარებას პოლიტიკურ ძალებს სთავაზობს.

მიმართვის მთავარი ადრესატი კი პრემიერია, რომელსაც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება აქვს. უარის შემთხვევაში საპარლამენტო უმცირესობა ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს.

ევროპულმა საქართველომ პასუხი უმრავლესობისგან მალევე მიიღო. მმართველი გუნდი პლებისციტის წინააღმდეგია. პლებისციტის იდეა საინტერესო პრეზიდენტის გუნდისთვის აღმოჩნდა.

პრეზიდენტის არჩევის წესთან და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრის გათვალისწინება მნიშვნელოვანია სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის. ოპოზიციის ნაწილი კი პლებისციტის იდეას უპერსპექტივოს უწოდებს და ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებს.

შეთავაზების ავტორები რეფერენდუმის ჩატარებას გამორიცხავენ და განმარტავენ, რომ პლებისციტი უმჯობესია. ისინი ხსნიან, რომ რეფერენდუმი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს და ოკუპაციის პირობებში ეს ვერ მოხერხდება.

დღის ამბები