27 აპრილი 2024,   01:52
ვრცლად
"ენმ" სოსო გოგაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს

ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთა აქციას მართავს. ისინი სოსო გოგაშვილის გადადგომას ითხოვენ. 

აქციის მონაწილეები ასევე სუს-ის მაღალჩინოსნებისგან და თავად სოსო გოგაშვილისგან მოითხოვენ ახსნა-განმარტებებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით. 

სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელის მოადგილის საწინააღმდეგო აქცია სუს-ის შენობის წინ იმართება. 

გადაცემა პოსტსკრიპტუმში გასულ სიუჟეტში ჟურნალისტური გამოძიებისა და საჯარო რეესტრის დოკუმენტებით დადგინდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელის მოადგილის იოსებ გოგაშვილის ცოლის დის, ხათუნა მარტყოფლიშვილის, სახელზე 2016 წლის აგვისტოში 100 ათასობით ჰექტარი მიწა გადაფორმდა.

დღის ამბები