03 მაისი 2024,   07:25
ვრცლად
საქართველოს დელეგაციამ ევროსაბჭოს მიერ თურქეთში დემოკრატიული პროცესების მონიტორინგს ხელახლა დაწყებას მხარი არ დაუჭირა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე დეპუტატებმა თურქეთთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი მიიღეს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თურქეთი პოსტ-მონიტორინგის ფაზიდევროსაბჭო ან ისევ უნდა დაბრუნდეს მონიტორინგის ფაზაში.

საქართველოს დელეგაციამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე გამოეხმაურა ამ გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ქვეყანას მოუწევს ევროსაბჭოსთან ურთიერთობების გადახედვა.

„ოპოზიციონერი პარლამენტარი ვარ და მეც ამ რეზოლუციის წინააღმდეგ მივეცი ხმა ჩემს ქართველ კოლეგებთან ერთად, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ყოველთვის ვგრძნობდით, რომ ქართველები თურქეთის ნამდვილი მეგობრები არიან და ჩვენც თქვენი ნამდვილი მეგობრები ვართ,“ - განაცხადა თურქმა პარლამენტარმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი, ნინო გოგუაძე, აცხადებს, რომ საქართველოს პოზიციაა, რომ ყველა პარტნიორ ქვეყანასთან მჭიდრო კომუნიკაციაში იყოს.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, დავით ბაქრაძემ, აღნიშნა, რომ საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს თურქეთის ევროპულ მომავალს, რის გამოც, თურქეთში მონიტორინგის დაბრუნების წინააღმდეგ მისცეს ხმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები