26 აპრილი 2024,   09:01
ვრცლად
"გამოძიების შედეგი იქნება ბატონი გოგაშვილის მილიონების გამოცხადება ღვთიურ სასწაულად" - ირაკლი აბესაძე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი აბესაძე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის სოსო გოგაშვილს იმ საქმეზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, გოგაშვილი ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში საჯარო სამსახურში დასაქმებამდე - 2011 წლიდან 2013 წლამდე სოციალურად დაუცველთა ბაზაში იყო რეგისტრირებული და სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას იღებდა. ხოლო 2017 წლის მდგომარეობით, ის მილიონიანი ქონების პატრონია. 

“კორუფცია ეს არის ეფექტური პოლიტიკური კონტროლის, ეფექტური პოლიტიკური ინსტიტუციების ნაკლებობის შედეგი. საქართველოში ნამდვილად არის კორუფცია დღეს პოლიტიკური პრობლემა, ვიდრე სამართლებრივი, იმიტომ, რომ ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ კორუფციაში ჩართულები არიან მინისტრები, დეპუტატები, ქვეყნის არაფორმალური მმართველი ივანიშვილი.

“აქ სამართალდამცავი ორგანოებისგან და მითუმეტეს გოგაშვილისნაირი ადამიანებისგან, რომელიც მათ შორის ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელია და ანტიკორუფციული გამოძიება სუს-ის შემადგენლობაში შედის, არანაირი იმედის ქონა არ შეიძლება,“ - განაცხადა აბესაძემ.

მან ასევე განსხვავებული აქცენტების ეთერში აღნიშნა, რომ ამ პირობებში გამოძიების დაწყებას აზრი არ აქვს.

“უკვე თავისთავად შეუთავსებელია, როდესაც გოგაშვილი თანამდებობაზე რჩება და მას თანამდებობრივი უფლებამოსილება მინიმუმ არ უჩერდება საქმის გამოძიების დასრულებამდე. უკვე ნათელია, რომ თუ კი გამოძიება დაიწყო, ამ გამოძიების შედეგი იქნება ბატონი გოგაშვილის მილიონების გამოცხადება ღვთიურ სასწაულად,“ - აღნიშნა აბესაძემ.

დღის ამბები