05 მაისი 2024,   12:39
ვრცლად
იუსტიციის საბჭოს და სადისციპლინო კოლეგიის საბჭოს წევრების არჩევის პროცედურები - "საიას" საკანონმდებლო ინიციატივა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სადისციპლინო კოლეგიის საბჭოს წევრების არჩევის პროცედურებში ცვლილებების საჭიროებაზე საუბრობს.

არასმთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კანდიდატების მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში ძირითადად ფორმალურად მიმდინარეობს და აუცილებელია პროცედურების დახვეწა.

საიამ საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს უკვე მიმართა. ინიციატივას კანონმდებლები საპროცედურო კომიტეტზე დღეს განიხილავენ.

წარდგენილი ცვლილებით აუცილებელი ხდება მოსმენებისას კითხვა-პასუხის რეჟიმი, ასევე შერჩევისას კანდიდატების მხრიდან საკუთარი ხედვის დოკუმენტურად წარმოდგენა.

„ნაცვლად ფორმალური შესაბამისობის დადგენისა, ჩატარდეს რეალური საკომიტეტო მოსმენები. ჩვენი საკანონმდებლო წინადადების გათვალისწინების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება, რომ კანდიდატებმა წარმოადგინონ ხედვის დოკუმენტები, ჩატარდეს საკომიტეტო მოსმენა, დაინტერესებული პირები დაესწრონ ამ მოსმენას და დასვან კითხვები,“ - განაცხადა სოფიო ჭარელმა.

დღის ამბები