02 მაისი 2024,   13:22
ვრცლად
საგარეო უწყება მოქალაქეებს ისრაელთან სავიზო რეჟიმის წესების დაცვისკენ მოუწოდებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ისრაელთან სავიზო რეჟიმის წესების დაცვისკენ მოუწოდებს. საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განმარტებით, არსებული რეჟიმით, ქვეყანაში მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტებია გათვალისწინებული.

გრძელვადიან ვიზიტებს კი შესაბამისი ვიზა სჭირდება, რომლის არქონის შემთხვევაშიც, საქართველოს მოქალაქეს საზღვრიდან გამოაბრუნებენ.

გიორგი ტაბატაძის თქმით, არსებობს მზაობა, რომ ისრაელთან შრომითი მიგრაციის შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს, თუმცა ამისთვის აუცილებელი წინაპირობა საქართველოდან არალეგალური მიგრაციის რაოდენობის შემცირებაა.

გასულ წელს ისრაელში შესვლაზე საქართველოს 4 ათასამდე მოქალაქეს ეთქვა უარი, დეპორტირებულთა რაოდენობამ კი 300-ს გადააჭარბა.

დღის ამბები