03 მაისი 2024,   12:09
ვრცლად
მესამე სექტორიც და პოლიტიკური პარტიებიც ხელმძღვანელობენ არა ქვეყნის, არამედ ვიწროპარტიული ინტერესებით - ჯეჯელავა

ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა, საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო სექტორის მიერ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს ეხმაურება.  

ჯეჯელავა აცხადებს, რომ ისინი ხშირ შემთხვევაში  მოქმედებენ არა ქვეყნის, არამედ პირადი და ვიწროპარტიული ინტერესებით.

განათლების მინისტრს დღეს არ დაუკონკრეტებია არც არასამთავრობო ორგანიზაცია და არც პოლიტიკოსი, თუმცა თქვა, რომ მესამე სექტორში მომუშავე ადამიანთა ნაწილს შესაძლოა ჰქონდეთ პირადი პოლიტიკური გეგმები.

„მთავარი რაც ჩვენ უნდა დავინახოთ არის ხალხი რას ფიქრობს ამ საკითხზე. იმიტომ, რომ როგორც მოგახსენეთ ხშირ შემთხვევაში მესამე სექტორიც და პოლიტიკური პარტიებიც, როდესაც თავის შენიშვნებს და მოსაზრებებს გამოთქვამენ, ხელმძღვანელობენ არა ქვეყნის და ხალხის ინტერესებით, არამედ ხელმძღვანელობენ თავის ვიწროპარტიული ინტერესებით.

"მესამე სექტორში მუშაობენ ცოცხალი ადამიანები, ვისაც შეიძლება პირადი პოლიტიკური გეგმები ჰქონდეს,“-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

დღის ამბები