24 იანვარი 2020,   00:16
ვრცლად
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატ მარინ ლე პენს აგიტაციის დროს კვერცხები ესროლეს

საფრანგეთის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი ტელედებატებით კმაყოფილია. ულტრამემარჯვენე ნაციონალური ფრონტის ლიდერი აცხადებს, რომ მან თავის ოპონენტს ნიღაბი ჩამოხსნა და ხალხს აჩვენა, რომ ძველი სისტემის ნაწილია.

ემანუელ მაკრონის თქმით კი, გადაცემის დროს საზოგადოებამ მარინ ლე პენის ნამდვილი სახე დაინახა და ისიც, რომ მას საერთოდ არ უყვარს თავისუფლება.

კანდიდატთა ტელედუელი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. გამარჯვება კი, მაყურებელმა ემანუელ მაკრონს მიაკუთვნა.

მარინ ლე პენი დღეს აგიტაციის ჩასატარებლად ბრეტანში იმყოფებოდა, სადაც მას ხალხი პროტესტით დახვდა და კვერცები ესროლა. 

დღის ამბები