02 მაისი 2024,   12:44
ვრცლად
გაუნაწილებელი მანდატები, პრეზიდენტის არჩევა და ქორწინების დეფინიცია - დოკუმენტი ვენეციის კომისიას გაეგზავნა

არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას მიმართავენ. საერთაშორისო გამჭვირვალობამ, სამართლიანმა არჩევნებმა, ახალგაზრდა იურისტებმა და ფონდმა ღია საზოგადოება შეადგინეს ერთობლივი, 13 გვერდიანი წერილი, რომელშიც გამოთქმულია შენიშვნები და მათი დამოკიდებულება კონსტიტუციის ახალი პროექტისადმი.

დოკუმენტში დეტალურად არის საუბარი კონსტიტუციის ახალ პროექტში არსებულ ხარვეზებზე. ყურადღებაა გამახვილებული მათ შორის, საარჩევნო სისტემაზე. კერძოდ, გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების  წესზე.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ გაუნაწილებელი მანდატები მხოლოდ გამარჯვებულ პარტიას არ უნდა მიჰქონდეს, როგორც ამას ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს.

არასამთავრობოები აცხადებენ, რომ გაუნაწილებელი მანდატების განაწილება პარლამენტში შესულ პარტიებს შორის პროპორციულად უნდა მოხდეს.

ვენეციის კომისიისთვის მომზადებულ დოკუმენტში ასევე საუბარია პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებასა და ქორწინების განმარტების კონსტიტუციაში ჩაწერასთან დაკავშირებით. სამოქალაქო სექტორი მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ არცერთ ცვლილებას არ ეთანხმება.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები იმედოვნებენ, რომ მათ პოზიციები ვენეციის კომისიის მხრიდან გაზიარებული იქნება.

დღის ამბები