06 მაისი 2024,   09:47
ვრცლად
ბრიუსელში დღეს ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერების დონეზე სამიტი იმართება

ბრიუსელში დღეს ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერების დონეზე სამიტი იმართება. სამიტში პირველად მონაწილეობენ დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი. ამერიკის პრეზინდეტი უკვე ბელგიაში იმყოფება.

ლიდერების შეხვედრამდე, ამერიკის პრეზინდეტი მოლარაკებებს გამართავს ევროსტუქტურების ხელმძღვანელ პირებთან, რის შემდეგაც ტრამპი ნატოს ახალი შტაბ ბინის გახსნასა და ალიანსის საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

ერთდღიან შეხვედრებში მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები მონაწილეობენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რუსეთიდან მომდინარე საფთხეებისა და რეგიონში არსებული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რომელიმე ლიდერმა საქართველოსა და უკრაინაზეც გაამახვილოს ყურადღება.

"დარწმუნებული ვარ, ჩვენ ქვეყნებში არსებული სიტუაცია და ეს საკითხი აუცილებლად გაჟღერდება ღონისძიებებზე. სხვაგვარად შეუძლებელია, რადგან ყველაფერი, რაზეც საუბარი იქნება, მოხდა იმიტომ, რომ 2014 წელს რუსეთმა დაიწყო აგრესია ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს კი თავის მხრივ მოხდა იმიტომ რომ, თავის დროზე, 2008 წელს რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ საკმარისი ყურადღება მოჰყვა. ამიტომ, დღეს ხდება ის, რაც დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო, რადგან ჩვენ გავხდით აგრესიის სუბიექტები დიდი მეზობლის მხრიდან," - განაცხადა ნატოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ეგორ ბოჟოკმა.   

დღის ამბები