07 მაისი 2024,   06:47
ვრცლად
"საქართველო განსაკუთრებული ასპირანტი ქვეყანაა"- ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე

„საქართველო განსაკუთრებული ასპირანტი ქვეყანაა. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს წვლილს ალიანსისთვის. აქ ვახსენეთ ავღანეთში მყოფი ქართული კონტიგენტი. 35 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. მათ გაიღეს უდიდესი საფასური, მაგრამ საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა, რომ შეიარაღებული ძალები გარკვეული ინსტიტუციური სტრუქტურის დონეზე აიყვანოს. არის რეფორმები, რომლებიც უნდა გატარდეს,“ - ეს განცხადება ნატოსს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტუმიულერიმ, ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ნატოსს გენერალური მდივნის მოადგილის თქმით, საქართველო განსაკუთრებული ასპირანტი ქვეყანაა.

„მოხარული ვარ, რომ საამისოდ აქ გვყავს გამოცდილი გუნდი, ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნიდან გამოცდილი ექსპერტები და დახმარებას უწევს საქართველოს ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში -რეფორმების გატარებაში. რაც შეეხება ვადებს, პროგნოზს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ვხედავ სტიმულს და ტრაექტორიას და ორივეს მიმართულება პოზიტიურია,“- განაცხადა ნატოსს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტუმიულერიმ. 

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს საქართველოს მხარდამჭერ დეკლარაციას დაამტკიცებს. დასკვნითი სესია ამ წუთებში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა მანამდე, მის მონაწილეებს ქვეყნის პირველმა პირებმა მიმართეს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები