27 აპრილი 2024,   04:28
ვრცლად
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე დაინიშნა

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე დაინიშნა, ამის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. 

მიხეილ ჩინჩალაძე, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, ერთადერთი კანდიდატი იყო.

თავმჯდომარის პოსტზე ჩინჩალაძემ ვალერიან ცერცვაძე ჩაანაცვლა, რომელმაც თანამდებობის დაკავების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება გადადგომის თაობაზე ცნობად მიიღო.

ცერცვაძემ გადადგომის მიზეზად iPlus-თან დაკავშირებული სასამართლო დავა დაასახელა და განმარტა, რომ არ სურს პროცესის მიმდინარეობისას მისი თანამდებობიდან გამომდინარე გარკვეული კითხვები გაჩნდეს. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები