27 აპრილი 2024,   06:04
ვრცლად
თვითმმართველი ქალაქების გაუქმება - არასამთავრობო სექტორი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს 

სამოქალაქო სექტორი მთავრობის ინიციატივას თვითმმართველი ქალაქების გაუქმების შესახებ, აკრიტიკებს და პრემიერმინისტრთან შეხვედრასაც ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების მხრიდან უგულებელყოფილ იქნა მოთხოვნა, მომხდარიყო 7 თვითმმართველი ქალაქის თემებთან გაერთიანების საკითხზე მომზადებისა და განხილვის პროცესში, სამოქალაქო სექტორის ჩართულობა.

13 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და პრემიერმინისტრს შეხვედრისა და საკითხზე ღია მსჯელობისკენ მოუწოდებს.

„პასუხები საზოგადოებაში არ არის და რა თქმა უნდა, ეს იწვევს შეშფოთებას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. იგივე საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენი მხარდამჭერები, სკეპტიკურად არიან განწყობილი, განსაკუთრებით, არჩევნების შემდგომ პერიოდში იმ პროცესებისადმი, რაც დაკავშირებულია ხელისუფლების მიდგომასთან თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის პროცესისადმი. ეს არის ის საკითხები, რომელზეც ვალდებულია პრემიერი, რომ გასცეს პასუხები,“ - განაცხადა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა ლევან ალაფიშვილმა.

დღის ამბები