02 მაისი 2024,   10:58
ვრცლად
"პრეზიდენტი პირველივე დღიდან იყო ჩართული იმ კამპანიაში, რომლის მიზანიც იყო კომისიის დისკრედიტაცია"- ირაკლი კობახიძე

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაკეთებულ განცხადებებს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. კობახიძის თქმით,  პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია მათ კონსტიტუციის მიღებაში ხელს ვერ შეუშლის. 

“პრეზიდენტი პირველივე დღიდან იყო ჩართული იმ კამპანიაში რომლის მიზანიც იყო კომისიის დისკრედიტაცია, ხელშემშლელი საქმიანობა პირდაპირ წარმოებდა. ვამბობდი, რომ კონკრეტული სახით იქნებოდა ეს დესტრუქციული გეგმა განხორციელებული და როგორი იქნებოდა ეს დესტრუქციული გეგმა ამას ყველა ერთად ვნახავდით და ყველამ ერთად ვიხილეთ კიდეც, კონკრეტული შედეგები ამ გეგმის. კონკრეტული დესტრუქციული ნაბიჯები გადაიდგა კონკრეტული პოლიტიკური ძალების და სხვა სუბიექტების მხრიდან. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერში იყო ჩართული პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია. ჩვენი ამოცანაა მივიღოთ დახვეწილი კონსტიტუცია, ისეთი კონსტიტუცია, რომელიც იქნება სრულ შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან და რომელიც უზრუნველყოფს ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის  ჩამოყალიბებას. პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის ნეგატიური დღის წესრიგი ამაში ხელს ვერ შეგვიშლის,“ - განაცხადა კობახიძემ.  

დღის ამბები